მუშაობა აგრესიასთან
დესტრუქციულობა ყოველთვის არის ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში. გრძელვადიან მუშაობაში ის აუცილებლად გამოვლინდება სხვადასხვა ფორმით. ეს შეიძლება იყოს აქტიური აგრესიის სახით, როდესაც კლიენტი აკრიტიკებს სპეციალისტს, ემუქრება მას სამართლებრივი ქმედებით ან ძალის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი იშვიათია, ასეთი ფანტაზია ხშირად იწვევს სპეციალისტებში განსაზღვრული კატეგორიის კლიენტებისადმი შიშს, მაგალითად, დამოკიდებულების ან შიზოფრენიის სპექტრის აშლილობის მქონე პაციენტები. ჩვენს პრაქტიკაში უფრო ხშირად ვაწყდებით პასიურ აგრესიას, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანია: სესიების ხშირი გაუქმება, დაგვიანება, თანხის გადახდის დაგვიანება, ოფისის გარემოთი უკმაყოფილება ან წინა ფსიქოთერაპევტის მუდმივი კრიტიკა.
თუ კლიენტის აგრესიას ყურადღებას არ მივაქცევთ, მაშინ თერაპია შეიძლება "მოულოდნელად" დაიშალოს. კლიენტს არ ჰქონდა შესაძლებლობა ღიად გამოეხატა თავისი ბრაზი, ფსიქოთერაპევტს კი არ გააჩნდა კომპეტენცია, შეემჩნია კლიენტის აგრესიული ემოციები და გადმოეთარგმნა ისინი სიტყვებად. თუმცა, კლიენტის აგრესია ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში დესტრუქციულობის პრობლემის მხოლოდ ნახევარია და არა ყველაზე საშიში. ფსიქოთერაპევტსაც, ასევე შეიძლება ჰქონდეს დესტრუქციული ტენდენციები, როგორიცაა კლიენტის გრძნობების ასახვა (ობიექტური კონტრგადაცემა), ასევე მისი საკუთარი ემოციები, რომლებიც არ არის დაკავშირებული კლიენტთან (სუბიექტური კონტრგადაცემა). ფსიქოთერაპევტის დესტრუქციულობის შედეგები უარყოფითად მოქმედებს მის მუშაობაზე და მისთვის შედარებით შესამჩნევია, ვიდრე კლიენტის დესტრუქციულობა. სემინარზე ჩვენ მიმოვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს, როგორ ამოვიცნოთ აგრესიული ტენდენცია და როგორ გავხადოთ იგი ფსიქოთერაპიის მოკავშირე.
სემინარის ძირითადი (წინასწარი) სამუშაო გეგმა შეიცავს შემდეგ საკითხებს:
პირველი დღე:
- ლექცია - აგრესიული ტენდენციები, როგორც კლიენტის წინააღმდეგობა.
- კლიენტის აგრესიისადმი მიძღვნილი ინტერაქტიული მუშაობა.
მეორე დღე:
- ლექცია - აგრესიული ტენდენციები, როგორც კონტრრეზისტენტობის ფაქტორი.
- ფსიქოთერაპევტის აგრესიისადმი მიძღვნილი ინტერაქტიული მუშაობა.
სემინარს უხელმძღვანელებს იან ფედოროვი - საერთაშორისო ფსიქოთერაპიის სერთიფიკატის მფლობელი. სამედიცინო მეცნიერებების კანდიდატი, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი, ჯგუფური ანალიტიკოსი, ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკური წიგნების ავტორი და ფსიქოთერაპიული სახლის „დიალოგის“ თანამშრომელი.
სემინარი საინტერესო იქნება როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს აგრესია როგორც ფენომენი, მისი წარმოქმნის თავისებურებები და განმკლავების შესაძლებლობები.